ნიკა ობოლაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
20/10/2022 19:31:12 პოლიტიკა
ნიკა ობოლაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა,– ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
ობოლაძის თქმით, იმ მდგომარეობაში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობაში", როგორც პარტია დღესაა წარმოდგენილი, ვერ ხედავს ძალას, რომელიც შეძლებს ამჟამინდელი "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყნის კრიზისიდან გამოიყვანას.
„საბოლოო ჯამში, ამ ფორმაციის "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან",– თქვა ოპოლაძემ.
რაც შეეხება გეგმებს, მან შემდეგი განაცხადა:
"მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც, შესაბამისად თუ მე შევძლებ და მექნება ხერხი, რომ რამე შევცვალო, შევცვლი იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის, მათ შორის იყო ხერხი რომ რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. მე ამ ხერხს ვეღარ ვხედავ "ნაციონალურ მოძრაობაში“.


