Accentnews.ge
რუსეთი საქართველოსთან საზღვარზე სამხედრო კომისარიატს აუქმებს

რუსეთი საქართველოსთან საზღვარზე სამხედრო კომისარიატს აუქმებს

21/10/2022 13:03:45 პოლიტიკა

რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან საზღვარზე, "ზემო ლარსისა" და "ქვემო ზარამაგის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მობილურ კომისარიატებს აუქმებს. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა.

"სადღეისოდ რუსეთიდან გამსვლელი მოქალაქეების ნაკადი შემცირებულია, ვითარება დასტაბილურდა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის მოწესრიგების კუთხით დამატებითი ღონისძიებების საჭიროება აღარ დგას. ფედერალურმა სასაზღვრო სამსახურმა უკვე შეადგინა იმ მოქალაქეთა სია, რომელთათვისაც რუსეთიდან გასვლა შეზღუდულია და ამ სიაში უმთავრესად რუსეთის სხვა რეგიონების წარმომადგენლები არიან" - განმარტა მენი აილომ.

იმის შესახებ, რომ საზღვარზე კომისარიატები მოეწყო რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციისგან თავის დასაღწევად ქვეყნიდან მიმავალი მოქალაქეების დაკავებისა და მათთვის სამობილიზაციო უწყისების გადაცემის მიზნით, 27 სექტემბერს - მობილიზაციის გამოცხადებიდან ერთ კვირაში გახდა ცნობილი. "ზემო რასზე" მაშინ ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა.

"ეს, უხეშად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევისთვის გაკეთდა, თუკი რეზერვისტები საზღვრის გარღვევას ეცდებოდნენ", - განაცხადეს მაშინ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში. 27 სექტემბრიდან დღემდე მობილურმა კომისარიატმა სულ 180 უწყისი გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S