Accentnews.ge
რატი ბრეგაძე – ოლექსი არესტოვიჩის განცხადებაზე: "თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის"

რატი ბრეგაძე – ოლექსი არესტოვიჩის განცხადებაზე: "თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის"

21/10/2022 13:18:10 პოლიტიკა

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის", - ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩის განცხადება.

იუსტიციის მინისტრი არესტოვიჩს საერთაშორისო სამართალში გარკვევას ურჩევს.

"ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ- ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა [ოლექსი არესტოვიჩმა] სავარაუდოდ, ამის შესახებ არაფერი იცის და ბუნებრივია, რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე რთული იქნება. უბრალოდ კარგი იქნება უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს. საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინელ ხალხს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული და ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპს ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამავე თემაზე: არესტოვიჩის განცხადება საქართველოზე და რეაქცია ქართულ პოლიტიკურ სპექტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S