Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "მნიშვნელოვანია, დავინახოთ გენდერული მრავალფეროვნება ენერგეტიკულ კომპანიებში"

აშშ–ის ელჩი: "მნიშვნელოვანია, დავინახოთ გენდერული მრავალფეროვნება ენერგეტიკულ კომპანიებში"

21/10/2022 14:29:40 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ენერგეტიკის სექტორში ქალთა ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეტი ქალი უნდა დასაქმდეს ამ სფეროში. ამის შესახებ მან კონფერენციაზე "ქალები ენერგეტიკის სფეროში" სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ძალიან მიხარია, რომ დღეს ვესწრები ენერგეტიკის სექტორში ქალთა შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ეს მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიები, სადაც უფრო მეტი ქალია ხელმძღვანელ პოზიციებზე, უფრო მომგებიანია და უკეთესად მუშაობენ, და ეს ასეა გლობალურად. მაგრამ მთელ მსოფლიოში, ასევე გლობალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალების რეალური დეფიციტი განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორშია. ეს არ ხდება მსოლოდ საქართველოში, ეს ასეა მთელ მსოფლიოში. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გადავიდეთ განახლებადი ენერგიისა და ენერგიის მოძიების ახალ გზებზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ გენდერული მრავალფეროვნება ენერგეტიკულ კომპანიებში, რადგან ინოვაცია არის კიდევ ერთი სფერო, სადაც უფრო მეტი ქალი ხელმძღვანელ თანამდებობებზე უფრო მეტ ინოვაციებსა და ეფექტურობას ქმნის. საქართველოში, სადაც არის განახლებადი ენერგიისა და ახალი ტიპის ენერგიის წყაროების დიდი შესაძლებლობები, აშშ-ის საელჩო ათწლეულების განმავლობაში ძალიან, ძალიან კმაყოფილი იყო საქართველოსთან პარტნიორობით ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების კუთხით. გასულ წელს USAID-მა 16 მილიონის ღირებულების ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დაეხმაროს განახლებადი ენერგიის - სუფთა და კლიმატისთვის ხელსაყრელი ენერგიის წყაროების განვითარებაში. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ უფრო მეტი ქალის ჩართვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე და მეტი ახალგაზრდა ქალის მოზიდვა ამ სფეროში", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S