Accentnews.ge
ბოკერია - არესტოვიჩის განცხადებაზე: "უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა"

ბოკერია - არესტოვიჩის განცხადებაზე: "უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა"

21/10/2022 19:02:03 პოლიტიკა

"უკრაინის მდგომარეობაში მყოფი ერთი-ერთი ფიგურის უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა" , - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას.

როგორც, ბოკერიამ განაცხადა, "საუბარი იმაზე, რა თქვა ოლექსი არესტოვიჩმა, იმ პრობლემების ფონზე, რაც საქართველოს აქვს, უადგილოა".

„ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც ქვეყნის მოქალაქის, ჩემი ქვეყანა იდგეს სწორ გზაზე - გადაურჩეს ბოროტების იმპერიის გავლენას, რასაც სისხლის ღვრა, მონობა და უბედურება მოაქვს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. უკრაინის მდგომარეობაში მყოფი ერთი-ერთი ფიგურის უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა, რადგან ამას იყენებენ უკრაინის ხელისუფლების დემონიზებისთვის და არა ცალკეული გამონათქვამის საწინააღმდეგოდ. საუბრები იმაზე, რა თქვა ოლექსი არესტოვიჩმა იმ პრობლემების ფონზე, რაც ჩვენ გვაქვს, არის სრულიად უადგილო“,- განაცხადა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

მისი თქმით, "დღეს საქართველო უკრაინასა და თავისუფალი სამყაროს საწინააღმდეგო ბანაკშია იმიტომ, რომ პრორუსული ხელისუფლება გვყავს".

„პრორუსი ხელისუფლება რომ გვყავს, ეს რეალობაა. არესტოვიჩი გავაკრიტიკე, იმისთვის, რომ ამბიცია გამოთქვა, რომ უკრაინა მოაგვარებს ჩვენს პრობლემებს, მით უმეტეს, შეიარაღებული ხალხის ხელით.

არესტოვიჩის განცხადება, რომელიც არ არის გავლენიანი ფიგურა უკრაინაში, იმაზე თუ რას გააკეთებს უკრაინა მომავალში, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. სერიოზული პრობლემაა, როდესაც საზოგადოების გარჩევის დღის წესრიგი ხდება და ამას ივანიშვილის პროპაგანდა იყენებს. არალეგიტიმური რეჟიმი გვყავს, რომელიც სხვა ბანაკშია და საერთაშორისო ასპარეზზე საზოგადოებას წარმოადგენს ის მთავრობა, რომელიც ჰყავს, ეს არის ჩვენი სირცხვილი. ჩვენ ან ვმოქმედებთ, იმისთვის რომ ჩვენი თავისუფლება დავიცვათ ან ვმოქმედებთ ჩვენი მტრის სასარგებლოდ. ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ჩვენი მტრის სასარგებლოდ მოქმედებს საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე: არესტოვიჩის განცხადება საქართველოზე და რეაქცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S