Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "პოლარიზაცია დედაქალაქში უფრო მეტად იგრძნობა"

ზურაბიშვილი: "პოლარიზაცია დედაქალაქში უფრო მეტად იგრძნობა"

22/10/2022 16:03:24 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "პოლარიზაცია თბილისში უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია". ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "საჭიროა, რომ დეპოლარიზაციისთვის ყველა შესაძლო საშუალება გამოვიყენოთ":

„მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ - მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის). პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, რომ როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალებები გამოვიყენოთ", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S