Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი ჯიორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი ჯიორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

22/10/2022 19:15:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს.

“იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის.

მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე.

საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს”,- წერს პრემიერ-მინისტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S