ხუნდაძე: "თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, საზოგადოება დაიცავს"
24/10/2022 08:39:33 პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ "თუ საჭირო გახდება, საზოგადოება ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ისე დაიცავს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს".
ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე საუბრისას განაცხადა.
„ბატონი ბიძინას ძალა არ არის მხოლოდ ფინანსებში, როგორც უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ. მისი ძალა არის სწორედ იმაში, რომ საზოგადოება დგას ჯანსაღი აზრის გვერდში. როგორც 2012 წელს ბატონი ბიძინა დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას დღეს მის გვერდში და თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოება დაიცავს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


