Accentnews.ge
"მაშინ, როცა ლუპის ქვეშ გვიყურებენ ევროპელი პარტნიორები, მურუსიძე და გვრიტიშვილი „კლანის“ გასამყარებლად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში"

"მაშინ, როცა ლუპის ქვეშ გვიყურებენ ევროპელი პარტნიორები, მურუსიძე და გვრიტიშვილი „კლანის“ გასამყარებლად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში"

24/10/2022 09:29:58 პოლიტიკა

პარტია “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევამ მართლმსაჯულების სისტემაში “კლანური” მმართველობა გაამყარა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას:

"24 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს და ეს პერსპექტივა არის ძალიან ხელშესახები უკრაინის ბრძოლის გამო, თუ ჩვენ გვექნება პოლიტიკური ნება, რომ განვახორციელოთ რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა. ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმა არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. ამ გადაწყვეტილებიდან სულ რამდენიმე დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინჩალაძე დააწინაურა, დანიშნა და გაამყარა მართლმსაჯულების სისტემის “კლანის” მმართველობაში. ამდენი თვის შემდეგ, როდესაც ჩვენ ლუპის ქვეშ გვიყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ვხედავთ, რომ სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად, „სილის გაწვნით“ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში, ასევე „კლანის“ გასამყარებლად და მართლმსაჯულების სისტემის ბოლომდე მისატაცებლად. "ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროპული პერსპექტივის მიღებას და "მას ურჩევნია პოლიტიკურად დევნოს ოპონენტები, გაანადგუროს მედია, გაანადგუროს მართლმსაჯულების სისტემა, ცემოს საკუთარი მოქალაქეები, დევნოს აქტივისტები, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააკარგვინოს ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა".

ელენე ხოშტარიამ მიმართა საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ მათ პოზიციაზეა დამოკიდებული, „დათმობენ თუ არა ევროპულ მომავალს“ და შესაბამისად, მსგავს „მტკივნეულ გადაწყვეტილებებს გულგრილობით არ უნდა შეხვდნენ“ და ოპოზიციასთან ერთად უნდა გამოიტანონ დასკვნები, როგორ უნდა განხორციელდეს „ამ ქვეყნის რეალური დეოლიგარქიზაცია“.

ცნობისთვის: 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.

დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S