Accentnews.ge
ღარიბაშვილი – ალიევს: "მინდა, დავესესხო მამათქვენს, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების შესაძლებლობა"

ღარიბაშვილი – ალიევს: "მინდა, დავესესხო მამათქვენს, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების შესაძლებლობა"

24/10/2022 10:32:15 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ჰეიდარ ალიევის სიტყვები გაიხსენა.

"მინდა, დავესესხო ილჰამ ალიევის მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S