Accentnews.ge
კელი დეგნანი: "მართლმსაჯულების რეფორმამ სასამართლოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები უნდა გადაჭრას"

კელი დეგნანი: "მართლმსაჯულების რეფორმამ სასამართლოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები უნდა გადაჭრას"

24/10/2022 14:26:18 პოლიტიკა

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმამ სასამართლოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები უნდა გადაჭრას. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა. კითხვა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დამტკიცებას შეეხებოდა.

ელჩი ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტოებას, ალბათ, ევროკომისია შეფასებს და აღნიშნავს იმასაც, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს ერვოკავშირის მიერ აქვს განსაზღვრული.

„როდესაც დემოკრატიის დაცვაზე ვსაუბრობთ, თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ოპოზიცია, ამასთან დაინტერესებული მხარეები, არა მარტო იმიტომ, რომ მათ ამ სფეროს ინტერესი აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ მათ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები აქვთ“, - განაცხდაა კელი დეგნანმა.

ელჩი ამბობს, რომ რეგიონებში ვიზიტებისას ძალიან ბევრ მოსამართლეს შეხვედრია, რომლებიცარიან „თავისი საქმის ერთგული პროფესიონელები“:

„ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები უნდა გადაჭრას, რაც სასამართლოს წინაშე დგას. მაგალითად, ზოგ სასამართლოში ძალიან ბევრი დაგროვილი საქმეა, ზოგან მოსამართლეების ნაკლებობაა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების მხრივ“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.

დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

გადაწყვეტილება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს, როგორც მმართველი პარტიის მცდელობა უარი თქვას 12 პუნქტის შესრულებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S