Accentnews.ge
კელი დეგნანი: „ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას, სარგებელს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლევს“

კელი დეგნანი: „ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას, სარგებელს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლევს“

24/10/2022 14:46:44 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს“.

„საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც აშშ ყოველთვის მხარს უჭერს“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად. კითხვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის ამასწინანდელ განცხადებას შეეხებოდა.

კელი დეგნანის თქმით, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა, საქართველომ მიაღწიოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიზნებს, თუ გადაიდგმება ნაბიჯები, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის:

„არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, ვერ გავცემ პასუხს, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას: ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა. სწორედ ეს არის საჭირო, რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S