ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერს საკრებულოში იბარებს
25/10/2022 07:58:27 პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები თბილისის მერ კახა კალაძეს საკრებულოში იბარებენ.
დეპუტატების განცხადებით, მათ კითხვები აქვთ "ვაკის პარკში" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
"სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისთვის რომ კითხვებს გაექცეს კანონს არღვევს. პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი თბილისელების წინაშე, კითხვები დავსვათ უსაფრთხოებაზე, კორუფციაზე და ზუსტად ამიტომ თბილისის საკრებულოს სრული შემადგენლობა, 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს 11:00 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, არ შეუშინდება იმ კითხვებს, რომელიც არსებობს", - განაცხადა „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ მედიასთან განაცხადა, რომ საკრებულოში მისვლის საკითხს თავად გადაწყვეტს.
„საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება“, – თქვა მან.


