Accentnews.ge
ჯაფარიძე: "არანაირი ილუზია, რომ "ხალხის ძალა" არის დამოუკიდებელი ორგანიზმი, ევროპაში არავის აქვს"

ჯაფარიძე: "არანაირი ილუზია, რომ "ხალხის ძალა" არის დამოუკიდებელი ორგანიზმი, ევროპაში არავის აქვს"

25/10/2022 09:04:37 პოლიტიკა

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, "დასავლეთში კარგად იციან რომ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები განცხადებებს დამოუკიდებლად არ აკეთებენ".

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამის შესახებ დასავლელმა პარტნიორებმა მას ბრიუსელში ვიზიტისას უთხრეს.

"რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდათ და უთხრეს, რომ ეს მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება, პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებაში. არანაირი ილუზია, რომ "ქართული ოცნებიდან" ვიღაცები მიდიან და ეს "ხალხის ძალა" არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის აქვს", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S