ღარიბაშვილი: "მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით, ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა"
25/10/2022 10:20:13 პოლიტიკა
"ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ტვიტერში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი.
„მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით. განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


