Accentnews.ge
"ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელ პლაცდარმად, რათა განხორციელდეს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის აფხაზეთის დეოკუპაცია"

"ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელ პლაცდარმად, რათა განხორციელდეს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის აფხაზეთის დეოკუპაცია"

25/10/2022 11:15:32 პოლიტიკა

"ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, რათა განხორციელდეს სხვა მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის მოლდოვაში დნესტრისპირეთის, აფხაზეთის და სხვა ადგილების დეოკიპაცია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2014 წლის ყირიმის ოკუპაცია სრულმასშტაბიანი ომის პროლოგი იყო, რომელმაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა.

„ყირიმი არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს, ის, რაც ყველამ 2014 წელს დავკარგეთ, როდესაც რუსეთმა დაიწყო გიჟური აგრესია. ყირიმი იყო სრულმასშტაბიანი ომის პროლოგი, რომელმაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ისინი აწამებენ, აყენებენ ჭრილობებს, კლავენ ასაკის, სქესის, რელიგიისა თუ სხვა კუთვნილობის მიუხედავად. ისინი კლავენ კაცებს, ქალებს, ბავშვებს. რუსეთი ინარჩუნებს ყირიმს, როგორც სტრატეგიულ სამხედრო პლაცდარმს სხვა რეგიონების ვითარებაში კრიმინალური ჩარევისთვის. მსოფლიო იქცა ადგილად, სადაც რუსული ბირთვული შანტაჟი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენაა. რუსეთი მის მიერ მოპარული ტერიტორიის შესანარჩუნებლად კატასტროფით ემუქრება მთელ კაცობრიობას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყირიმზე კონტროლი ნიშნავს იქ ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას.

"უკრაინის დროშის ყირიმში დაბრუნება ნიშნავს ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას, რაც ნორმალურია ყველა ევროპელისთვის, იმის დაბრუნებას, რაც აქვს თითოეულ თქვენს ქვეყანას - ნორმალური უსაფრთხოება, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური, კულტურული ცხოვრება. უკრაინის დროშის დაბრუნება არის ევროკავშირის მოსვლა კუნძულზე ამ სიტყვების სრული გაგებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ყირიმში უკრაინის დროშის დაბრუნება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას ყირიმის ყველა მაცხოვრებლისთვის, მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S