Accentnews.ge
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი გახდა

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი გახდა

25/10/2022 11:21:59 პოლიტიკა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად აირჩია თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია.

კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან 4-მა წევრმა. მიზეზად თქვეს, რომ "არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაა".

ოპოზიცია აცხადებს, რომ მომდევნო სხდომებს დაესწრება.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა გუნდმა 2022 წლის პირველ ოქტომბერს გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ მოიპოვა. თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა, რომლის ერთადერთი კონკურენტიც „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე იყო. სხვა ოპოზიციურ პარტიებს პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ მონაწილეობა. სხვა მოცემულობა იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ - "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავდა და საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევდა. პარტიამ უმრავლესობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. ოპოზიცია წურწუმიას ზეწოლასა და მატერიალური სარგებლით გადაბირებაზე საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S