Accentnews.ge
"24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა, დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება, მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი"

"24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა, დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება, მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი"

25/10/2022 12:00:54 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე უკრაინაში ომზე საუბრისას პარალელი საქართველოსთან გაავლო. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველო გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას.

"24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება, მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან - ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად", -განაცხადა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია.

"ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია, რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას", - აღნიშნა მან.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. სამიტი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტარდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში შალვა პაპუაშვილთან ერთად შედიან პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S