ომბუდსმენობის კანდიდატი: "სახალხო დამცველის ინსტიტუტის უფრო მეტ აპოლიტიკურობას ვისურვებდი"
25/10/2022 13:25:31 პოლიტიკა
ომბუდსმენობის კანდიდატი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ "სახალხო დამცველის ინსტიტუტის უფრო მეტ აპოლიტიკურობას ისურვებდა". ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მას უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჰკითხა, "დღევანდელი სახალხო დამცველი და ინსტიტუტი არის თუ არა „პოლიტიკისგან დაცლილი და რამდენად აქვს მას ხალხის ნდობა?“, რაზეც არევაძემ შემდეგი განაცხადა:
„მე ჩემს სიტყვაშიც მოგახსენეთ და კიდევ გავიმეორებ, სახალხო დამცველის ინსტიტუციასთან მიმართებით საჭიროა ნდობის ამაღლება. უმჯობესია, რომ იყოს უფრო მაღალი ნდობა, ამ წუთას არ არის ნდობის ის ხარისხი, რომელიც შეიძლება იყოს. ვამბობ, რომ ნდობის ხარისხი არის ასამაღლებელი. ნდობა აქვს, თუმცა დიახ, არასაკმარისი“.
ალუდა ღუდუშაურმა პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე კიდევ ერთხელ ჰკითხა, რაზეც ომბუდსმენობის კანდიდატმა შემდეგი განაცხადა: „პოლიტიკასთან მიმართებით [ომბუდსმენის] უფრო აპოლიტიკურობას ვისურვებდი”.


