Accentnews.ge
ომბუდსმენობის კანდიდატი: "ვისურვებდი, საქართველო უფრო მეტად უჭერდეს მხარს უკრაინას"

ომბუდსმენობის კანდიდატი: "ვისურვებდი, საქართველო უფრო მეტად უჭერდეს მხარს უკრაინას"

25/10/2022 14:17:40 პოლიტიკა

სახალხო დამცველობის კანდიდატი, მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ისურვებდა, საქართველოს უკრაინისათვის უფრო მეტად დაეჭირა მხარი. ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ვისურვებდი, საქართველო, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, უფრო მეტად უჭერდეს მხარს უკრაინას“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის რატი იონათამიშვილის კითხვის საპასუხოდ.

იონათამიშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა დამატებითი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა შეიძლება საქართველოს აღმოეჩინა უკრაინისთვის, იმ ფონზე, როცა საქართველოს საელჩო კიევში დარჩა, ბურჯანაძემ შემდეგი განაცხადა:

„მე, როგორც მოქალაქეს, გამიხარდებოდა მეტი ოფიციალური ვიზიტი [უკრაინაში]… რადგან სხვა დატვირთვა აქვს ქალაქში ვიზიტს, რომელიც იბომბება“.

ბურჯანაძის თქმით, საელჩოს კიევში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო.

პარლამენტმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.

25 ოქტომბერს სამ კანდიდატს ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S