Accentnews.ge
ბურჯანაძე: "თუ ომბუდსმენად ამირჩევენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსს გამოვეთიშები"

ბურჯანაძე: "თუ ომბუდსმენად ამირჩევენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსს გამოვეთიშები"

25/10/2022 14:23:08 პოლიტიკა

სახალხო დამცველობის კანდიდატი, მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუკი ომბუდსმენად აირჩევენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსს გამოეთიშება. ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ გიორგი ბურჯანაძეს ჰკითხა, რატომ იღებს ორივე კონკურსში მონაწილეობას, რაზეც ბურჯანაძემ შემდეგი განაცხადა:

„ერთგან და მეორეგანაც ჩემ გადაწყვეტილებაში შემომეტანა საბუთები დიდი როლი ითამაშეს იმ ადამიანებმა, ვინც წარმადგინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცესში ფორმალური წარდგენა ხდება და მადლობა ამისთვის „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“, მაგრამ აქაც, სახალხო დამცველის პოზიციაზე, რაზეც ახლა გასაუბრება ტარდება, აქაც მხარი დამიჭირეს და ლეგიტიმაცია გამომიცხადეს იმ ადამიანებმა, ვინც ამ კუთხით მუშაობენ. [...] თუ ჩემზე, როგორც სახალხო დამცველზე შეჩერდება არჩევანი, ბუნებრივია, გამოვეთიშები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსში მონაწილეობას, ხოლო თუ არ შეჩერდება, ბუნებრივია, გავაგრძელებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკურსში მონაწილეობას. დროითი კომპონენტიდან გამომდინარე, პირველი იყო სახალხო დამცველის კანდიდატურისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება. ჩემი მხარდაჭერაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირველად აქ მოხდა, პირველად კონკურსი აქ წარიმართა და ეს პროცესიც უსწორებს იმას. თუ ის პროცესი დაასწრებს, ბუნებრივია, იქ ვიქნები წარმატებული ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ორივე არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ეხება ქვეყანაში ნომერ პირველ გამოწვევას - სამართლიანი სასამართლოს უფლების პერსპექტივიდან“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S