Accentnews.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

26/10/2022 08:13:01 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ამასთან, სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S