Accentnews.ge
ომბუდსმენობის კანდიდატი: "წინა ხელისუფლების პირობებში არჩევნებზე დაშინება და რეპრესია ბევრად ბრუტალური იყო"

ომბუდსმენობის კანდიდატი: "წინა ხელისუფლების პირობებში არჩევნებზე დაშინება და რეპრესია ბევრად ბრუტალური იყო"

26/10/2022 11:06:14 პოლიტიკა

ომბუდსმენობის კანდიდატი, თსუ-ის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ "წინა ხელისუფლების პირობებში არჩევნებზე დაშინება და რეპრესია ბევრად ბრუტალური იყო". ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძ ის კითხვაზე, "რატომ ფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია?", გაფრინდაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"მე ყველა არჩევნებს დამოუკიდებლად ვაკვირდები. ადრე ჩავდივარ რეგიონში, ხალხს ვესაუბრები. რა ხდება? როგორ ხდება? წინასაარჩევნო გარემო როგორია. სრულიად გულწრფელად გეუბნებით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ბევრად ბრუტალური იყო დაშინებები და ადამიანებზე ზემოქმედებაც, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ადამიანს შეიძლება, დაშინება არ დასჭირდეს და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა, როცა სამსახურის დაკარგვის საფრთხეა. ვიცი ეს შემთხვევები და ამიტომ მინდა, ვიყო გულწრფელი, ეს ჩემი პერსონალური გამოცდილებაა. თქვენ დიდი ხსნის განმავლობაში ხართ პოლიტიკური პროცესის მონაწილე. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით გულწრფელად, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ეს დაშინება და რეპრესია იყო ბევრად ბრუტალური".

პარლამენტმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.

25 ოქტომბერს სამ კანდიდატს ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს. ლელა გაფრინდაშვილი რიგით მეოთხე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S