Accentnews.ge
გაფრინდაშვილი: "რელიგიური ჯგუფები სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდნენ"

გაფრინდაშვილი: "რელიგიური ჯგუფები სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდნენ"

26/10/2022 11:36:53 პოლიტიკა

სახალხო დამცველობის კანდიდატი, თსუ-ის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიური ჯგუფები სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდნენ. ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები საერთოდ სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი ავტონომია და ხალხი, ვინც ამა თუ იმ აღმსარებლობას ერთგულებს, უნდა აფინანსებდნენ ამ ინსტიტუციის მუშაობას“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, "სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობას არ გამორიცხავს, მაგრამ აქ დომინანტური მხარე არ უნდა არსებობდეს".

პარლამენტმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.

25 ოქტომბერს სამ კანდიდატს ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს. ლელა გაფრინდაშვილი რიგით მეოთხე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S