Accentnews.ge
ომბუდსმენობის კანდიდატი ივანიშვილს ოლიგარქად არ მიიჩნევს

ომბუდსმენობის კანდიდატი ივანიშვილს ოლიგარქად არ მიიჩნევს

26/10/2022 13:34:16 პოლიტიკა

„მეცენატი შეიძლება თუ არა ოლიგარქად იქნეს მიჩნეული“, – ამ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატს თინათინ ერქვანიას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე მოსმენისას.

საკუტარი პასუხის ჩამოყალიებბისას ერქვანიამ თქვა, რომ ოლიგარქი უფრო პოლიტიკური ცნებაა, თუმცა საქართველოში ოლიგარქის მაგალითად თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაასახელა, რომელსაც მმართველი გუნდის წევრები ასახელებენ ოლიგარქად დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას.

„ძალიან საინტერესო "ქეისია". ერთი თვის წინ ევროკავშირის სამართლის ფარგლებში ჩართული ვიყავი რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის თემაზე საკუთრების უფლების დეფინირების კონტექსტში. თვითონ ევროკავშირის სამართალში ტერმინი ოლიგარქი სამართლებრივად იდენტიფიცირებული არ არის. ეს არის უფრო პოლიტიკური ნიშნულის მქონე ცნება, რომელსაც ხშირად იყენებენ რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით. რაც შეეხება მეცენატს, ვხვდები ვისზეც მეკითხებით. მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ ტერმინი ოლიგარქი. იურისტებთან მსჯელობებში იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს არის კრიმინალური წარმომავლობის მქონე რესურსების მქონე პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს არის რუსეთში სახეზე და საქართველოში ასეთი ტიპის ადამიანები შეიძლება, არსებობდნენ, მაგალითად, დავით კეზერაშვილი მგონია, რომ რაღაც დოზით ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. იმიტომ, რომ მასზე კონკრეტული "ქეისები" არსებობს“, – განაცხადა თინათინ ერქვანიამ.

ოხანაშვილის დამაზუსტებელ კითხვას, მიაჩნია თუ არა კეზერაშვილი ოლიგარქად, ერქვანიამ უპასუხა: „კი ბატონო, ჩემთვის ოლიგარქია“.

ოხანაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის შესახებაც იკითხა აზრი. პასუხად ერქვანიამ განაცხადა, რომ მის მიერ მოშველიებული დეფინიციის თანახმად, ივანიშვილი ოლიგარქი არაა:

„თუ ოლიგარქი არის ის, რაც აღვწერე, კრიმინალური წარმომავლობის ფულით, ჩართული პოლიტიკაში და რაღაც პროცესებში გადართული, ამას ვერ ვხედავ ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S