Accentnews.ge
სამი ოპოზიციური პარტია თანამშრომლობაზე შეთანხმდა

სამი ოპოზიციური პარტია თანამშრომლობაზე შეთანხმდა

26/10/2022 19:05:13 პოლიტიკა

ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა სამი ოპოზიციური პარტია. საუბარია „სტრატეგია აღმაშენებელზე", „გირჩი - მეტი თავისუფლებაზე" და „დროაზე".

„ნამდვილად დიდ სინერგიას ვნახულობთ ერთმანეთში", - განაცხადა „სტრატეგეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, "რომ მჯეროდეს, ცალკე აღებულს ჩვენ შეგვიძლია, ეს დიდი პრორუსული ძალა, რომელიც არის ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი, დავამარცხოთ, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ერთიანობაა გზა. მე იმედი მაქვს, რომ დროც არის ამისთვის. სხვებიც ნახავენ, რომ სხვა გზა და ალტერნატივა არ არსებობს".

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, ან მიდის დასავლეთის და ევროპისკენ, ან რჩება რუსეთის გავლენის ქვეშ.

„ამ მოცემულობაში მგონია, რომ ოპოზიციის გაერთიანება ამ საერთო მიზნისკენ - ეს ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი - არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. გაერთიანების და კოორდინაციის გარეშე ამ სისტემის და მონსტრის დამარცხება (ივანიშვილით სათავეში) უკიდურესად რთულია. ყველასთან ვსაუბრობთ და ვცდილობთ, მეტი გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ელენე ხოშტარია, „დროას" ლიდერი მიიჩნევს, რომ დღეს არის ინიციატივის აღების და არა ლოდინის, ან გადაბრალების დრო.

„ვინც არ უნდა იყოს, მარტოც, რომ დავრჩე, მარტოც ვიმუშავებ. დღეს მარტო არ ვარ. მე, ზურას და გიორგის ამ ეტაპისთვის პოზიციების სრული თანხმობა გვაქვს და ერთად ვიმუშავებთ. ვიმუშავებთ სხვა პარტიებთან, რომ დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში. თუ ჩვენ საერთო ერთობას ამ ეტაპისთვის ვერ ვაკეთებთ, განსხვავებული პოზიციების გამო, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ზურგს ვაქცევთ", - თქვა ხოშტარიამ.

ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის შესახებ გიორგი ვაშაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S