"არ არსებობს უფრო დიდი მხარდაჭერა, ვიდრე სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაა"
27/10/2022 06:06:21 პოლიტიკა
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ 1991 წელს უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკის საკუთარი ინტერესები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პატელმა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ორივე ქვეყნის ლიდერებს მოვუწოდეთ, შეხვდნენ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ საკითხის მოგვარებისთვის და ხანგრძლივ მშვიდობის მიღწევისთვის პირდაპირი დიალოგი უმნიშვნელოვანესია. არ არსებობს უფრო დიდი მხარდაჭერა, ვიდრე აშშ-ის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ“, - განაცხადა პატელმა.


