Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს"

ღარიბაშვილი: "მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს"

27/10/2022 10:02:37 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ამის შესახებ მან უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც განისაზღვრა ევროკომისიის მიერ. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. იქნებოდა არასამთავრობო სექტორი, თუ ოპოზიციური პარტიები, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ სტატუსი. ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ დღეს, და ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე. აქვე, მინდა, აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები ამ რთულ დროს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S