Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს"

ღარიბაშვილი: "ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს"

27/10/2022 10:10:57 პოლიტიკა

"ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ორბანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპულ სტრუქტურებში და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.

"ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აქვე მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის და მისი პოლიტიკის მიმართ, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს. ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვიჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ მალე დასრულდეს ეს ომი, ჩვენი სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება , ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება. ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიცაა კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და ამას სჭირდება შესაბამისი ადეკვატური გამკლავება. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, ევროპულ არჩევანს, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება , გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S