აშშ–სა და საქართველოს შორის პრდაპირი მიმოსვლის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა
28/10/2022 08:19:30 პოლიტიკა
აშშ–სა და საქართველოს შორის პრდაპირი მიმოსვლის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
"ვინც მგზავრობს აშშ–დან საქართველოში და პირიქით, ყველა ფიქრობს, რომ არაჩვეულებრივი იქნება თუ გვექნება ქვეყნებს შორის პირდაპირი მიმოსვლა, მე ვიცი, რომ ამაზე მოლაპარაკები დაიწყო "კოვიდ–19–ის" პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში შეჩერდა გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომ მგზავრობის საკითხი პრობლემატური გახდა. ახლა უკვე ხელახლა დაიწყო ეს მოლაპარაკებები. თუმცა ამჟამად ზუსტად არ ვიცი რა ეტაპზეა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში და იქნება გარკვეულწილად კიდევ უფრო დამაკავშირებელი ხიდი აშშ–სა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ხოლმე ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, უფრო მეტად მანძილის სიშორის გამო, თუმცა ერთხელ თუ საქართველოს ეწვია, იგი მეორედ აუცილებლად მოდის ამ ქვეყანაში გამომდინარე საქართვლოს სტუმართმოყვარეობიდან", – განაცხად ელჩმა.
ცნობისთვის: 2019 წლის აპრილში საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.


