Accentnews.ge
ელჩი: ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია

ელჩი: ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია

28/10/2022 08:15:07 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებულ 25-ე ყოველწლიურ კონფერენციას ვესწრები, სადაც ასევე აღვნიშნავთ ამერიკა-საქართველოს 30 წლის ურთიერთობებს და ვზეიმობთ აღნიშნულს. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად საზეიმო, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ერთად ძალიან ბევრი მიღწევა და წარმატება გვქონია და რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ამ ჩვენს წარმატებას, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის გაგრძელება და მუშაობა" - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, "ამერიკამ საქართველოს განვითარებაში მრავალი მიმართულებით შეიტანა წვლილი".

"საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ახალი სამუშაო ადგილების შემქნა, ჯანდაცვა, განათლების სისტემის რეფორმირება და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, და ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს ემსახურება, არჩევანს, რომელიც ევროატლანტიკურ მისწრაფებას გულისხმობს. სწორედ ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეუძლია, მოიტანოს სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ შედეგებს იმ თანამშრომლობისა და პარტნიორობის, რაც წლების განმავლობაში ქართველ და ამერიკელ ბიზნესმენებს და ქართულ და ამერიკულ ბიზნეს-კომპანიებს შორის არსებობს და სწორედ ეს შედეგები განაპირობებს ძალიან ბევრი ქართველის უკეთეს ცხოვრებას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი და ეს საქმე უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ ეს კეთილდღეობა და სარგებელი მიწვდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს. განსაკუთრებით მათ, ვინც ცხოვრობს რეგიონებში, პატარა ქალაქებში, სოფლებში, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი იდეები, და ჩვენ გვინდა, რომ ამ იდეების ხელშეწყობა განვახორციელოთ" - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ "ის თვლის, რომ წინ თანამშრომლობის კიდევ ბევრი წელი გვაქვს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S