Accentnews.ge
გიორგი გახარიას “იმედზე” ბიძინა ივანიშვილთან დებატები სურს

გიორგი გახარიას “იმედზე” ბიძინა ივანიშვილთან დებატები სურს

28/10/2022 11:31:53 პოლიტიკა

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” "ტვ იმედს" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დებატების ორგანიზებას სთავაზობს. ამის შესახებ მან 28 ოქტომბერს "ფეისბუქზე" დაწერა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ “იმედის” გადამღები ჯგუფი მის სახლთანაა მობილიზებული.

“TV Imedi, როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას, ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა”, – წერს "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ყოფილი ლიდერი, ექს–პრემიერი გიორგი გახარია.

მანამდე, 27 ოქტომბერს გახარია "ტვიტერზე" გამოეხმაურა აშშ-ის მიერ მოლდოვაში რუსეთის გავლენის აგენტებისა და ოლიგარქების დასანქცირებას:

“დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებენ განვითარებას და კლავენ მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S