ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
31/10/2022 08:00:53 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.


