ელისაშვილი ადასტურებს, რომ სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს აგინა: "ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ"
01/11/2022 07:57:09 პოლიტიკა
„მოქალაქეების“ წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს აგინა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
„ტაბულამ დადო ჩემი პირადი მიმოწერა ვიღაც გარეწართან – gaius marius oboba-სთან, რომელიც აგდებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახს – ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს! კი, პირადად მას ამ ვიღაც ობობას ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე რომ თუ ჩემს ოჯახს აწი რაიმე კონტექტსში კიდევ მოიხსენიებდა … და ნუ მერე შევაგინე! კი, მე მივწერე ზუსტად და ყველამ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ძალიან კარგად ვიცი რაცაა თმენის ვალდებულება. ძალიანაც ბევრს ვითმენ და ბევრისგან მომითმენია, იმიტომ რომ პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ არის წითელი ხაზები და უპირველესი წითელი ხაზი არის ოჯახი! მე რამდენიც გინდა მაკრიტიკეთ, მლანძღეთ, შეურაცხყოფაც მომაყენეთ ჯანდაბას, მაგრამ ოჯახი არის ხელშეუხებელი და წმინდა და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ეს იცოდეს ყველამ ობობებმაც, მისმა პოლიტიკურმა მფარველებმაც და ყველამ“, – წერს ელისაშვილი.
საუბარია "ფეისბუქის" მომხმარებელ gaius marius oboba-ს "პოსტზე", რომლემაც ალეკო ელისაშვილის მიერ 2021 წლის მაისში გაკეთებული განცხადება შეახსენა. აღნიშნულ განცხადებაში ელისაშვილი ამბობს, რომ ცოლ-შვილს "ფეისბუქი" გაუთიშა, რათა ის „ჭუჭყი“ არ მოესმინათ და გაეგოთ, რასაც მაშინ პოლიტიკოსის წინააღმდეგ ამბობდნენ.
gaius marius oboba-მ ალეკო ელისაშვილი და ჰკითხა, „ჩაურთო“ თუ არა ცოლ-შვილს "ფეისბუქი".
როგორც gaius marius oboba ამბობს, აღნიშნული "პოსტის" შემდეგ ალეკო ელისაშვილმა მას მიწერა და აგინა. მან ელისაშვილთან მიმოწერაც გამოაქვეყნა.


