Accentnews.ge
დეგნანი: "ჩვენ გავაგრძელებთ მოსამართლეთა მხარდაჭერას, რომ შეძლონ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც დამყარებული იქნება მტკიცებულებებზე"

დეგნანი: "ჩვენ გავაგრძელებთ მოსამართლეთა მხარდაჭერას, რომ შეძლონ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც დამყარებული იქნება მტკიცებულებებზე"

01/11/2022 10:00:51 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ გაგრძელდება ის ამერიკული პროგრამები, რომლებიც საქართველოს მოსამართლეების მუშაობას წაადგება.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ შევხვედროდი უამრავ მოსამართლეს საქართველოს მასშტაბით. ძალიან ბევრ მათგანს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული გაცვლით პროგრამებში, სასწავლო ტრენინგებში, ასევე, როდესაც ამერიკელი მოსამართლეები ჩამოდიან საქართველოში და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით. მე რაც მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ასეთი შესაძლებლობები იყოს კიდევ უფრო მეტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან ღირებული, როდესაც შეუძლიათ საკუთარი აზრები გაუზიარონ ამერიკელ მოსამართლეებს, მათგან მოისმინონ, რა გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება გადალახვა. როგორც წესი, ეს არის ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ემსახურება იმ ძალისხმევას, რაც მიმართულია სასამართლო სისტემის მოდერნიზებაზე. ეს ძალისხმევა გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში და ამას მხარს უჭერს აშშ და პროგრესიც სახეზეა, მაგალითად, სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მუშაობის თვალსაზრისით. თუმცა ეს სამუშაო და ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს საკითხი ასევე ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტში. ჩვენ გავაგრძელებთ მოსამართლეთა მხარდაჭერას, რომ შეძლონ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც დამყარებული იქნება მტკიცებულებებზე", - განაცხადა ელჩმა.

აშშ-ს საელჩოს პროგრამა, რომლითაც მოსამართლეები ამერიკელი მოსამართლეების გამოცდილებას ეცნობიან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ გააკრიტიკა:

"ის კი არ გვჭირდება, რომ მოსამართლეები ექსკურსიაზე დაჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუთი დღე რა უნდა ისწავლოს მოსამართლემ იქ? რომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? მაგიტომ მინდა, რომ შევხვდე [საერთაშორისო პარტნიორებს]. ის თანხა, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ ცოტა ჭკვიანურად, კარგად, მოხდეს ისე, რომ ეფექტური იყოს. ვთქვათ, სამოქალაქოს მოსამართლეები მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილების გასაზიარებლად. ამერიკული სამოქალაქო სამართალი და ჩვენი ისე არის ერთმანეთთან, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი - ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ - ფეხით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S