Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა

02/11/2022 07:02:43 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თამარ ტალიაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს.

პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S