"მინდა, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს"
02/11/2022 07:50:04 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პასუხისმგებლობა აიღოს და შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
"ნიკას თავისუფლება ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ნიკას თავისუფლება ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესრულებისთვის. პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასევე პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის უმნიშვნელოვანსესია ნიკას თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდბეულება, მინდა სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. ეს არ ეხება მის პოლიტიკურ შეხედულებას, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს", - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.


