Accentnews.ge
"ჩვენ არ გვაქვს უფლება დავიშალოთ მაშინ, როცა ნიკა ასეთი თავგანწირვის მაგალითს გვაძლევს, სასამართლოს ეზოც პროტესტის ადგილი უნდა გახდეს და რუსთაველიც"

"ჩვენ არ გვაქვს უფლება დავიშალოთ მაშინ, როცა ნიკა ასეთი თავგანწირვის მაგალითს გვაძლევს, სასამართლოს ეზოც პროტესტის ადგილი უნდა გახდეს და რუსთაველიც"

02/11/2022 07:55:01 პოლიტიკა

თბილისის სააელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე პროტესტი მოჰყვა იქ მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან.

სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს ეზოში შეკრებილებს ოპოზიციონერრმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლოს ეზოც და რუსთაველიც უნდა გახდეს პროტესტის ადგილი.

„დღეს სათქმელი აქ, აი ამ ეზოში უნდა ითქვას და არა სადმე სხვაგან. ყველას გთხოვთ, ვინც გამოვა ახლა ამ დარბაზიდან, არსად არ ვიშლებით. ყველა ჩვენს სათქმელს ვამბობთ აქ. შეგნებული გვაქვს, რომ სასამართლოს ეზოში არ შეიძლება, მიტინგის გამართვა, მაგრამ კარგად ვიცით, რომ არ შეიძლება სასამართლომ უკანონო განაჩენები გამოიტანოს. დღეს უნდა დაიწყოს რაღაცა ახალი. დღეს ახალი ერთობის წინაპირობები უნდა გაჩნდეს”, – მიმართა სასამართლოს ეზოში შეკრებილ საზოგადოებას გედევან ფოფხაძემ.

მან სააპელაციო სასამართლოს ეზოში შეკრებილებს მოუწოდა, რომ ერთად გააპროტესტონ ნიკა გვარამიას განაჩენი:

"დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფ ადამიანებს გვაქვს ის რესურსი, რომ თუ დავორგანიზდებით და შევძლებთ, პროტესტის სერიოზული ტალღის წამოწყებას, ეს იქნება ტალღა, რომელიც ამათ გადალეკავს. 5-7 თვეს ვაძლევ "ქართულ ოცნებას". ისტორიამ ისინი გაწირა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავიშალოთ, მაშინ როცა ნიკა ასეთ მაგალითს გვაძლევს თავგანწირვის. არანაირი ინდივიდუალური პროტესტები, ერთად დავდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ".

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S