Accentnews.ge
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა

02/11/2022 08:04:18 პოლიტიკა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ლევან ნაროუშვილს გიორგი აბუთიძე შეცვლის. ამის შესახებ დედაქლაქის მერმა კახა კალაძემ განცახადა.

„მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. ზოგადად, კერძო სექტორი ძალიან დიდ კონკურენციას გვიწევს კადრების წაყვანის თვალსაზრისით. მინდა, მადლობა ვუთხრა ლევანს იმ შრომისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, გასწია ჩვენი ქალაქისთვის, ყველა იმ სამსახურისთვის, სადაც საქმიანობდა. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად, საკრებულოს მომდევნო დღეებში გადაეგზავნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S