Accentnews.ge
ლექსმანი: "შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას"

ლექსმანი: "შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას"

02/11/2022 11:54:50 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას.

"უკიდურესად შეძრწუნებული ვარ ნიკა გვარამიას სასჯელის ძალაში დატოვების გადაწყვეტილებით, რომელიც გაყალბებულ ბრალდებებს ეფუძნება. ეს შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას", - წერს მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული თავისუფლების 3 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S