Accentnews.ge
ინჯია: "რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა"

ინჯია: "რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა"

02/11/2022 16:42:45 პოლიტიკა

"ევროპელი სოციალისტების" წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ "ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასი ივანიშვილი ჰყავდეს". ამის შესახებ მან პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს და ჩადო ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახით, როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე – წინა ხელისუფლების პირობებში. ადამიანს, რომელსაც მილიარდები აქვს საქართველოში შემოტანილი და ადამიანებს, გარკვეულ ჯგუფს, რომლებსაც მილიარდები აქვთ გატანილი საქართველოდან, ხმასაც არ იღებენ და არცერთ რეზოლუციაზე ამაზე საუბარი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს ასი ბიძინა ივანიშვილი, ასი და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. როგორი იქნება ჩვენი საქართველო? აქ ჩვენმა მეგობარმა, არმაზმა თქვა, მიდიან საქართველოდანო. კი, მიდიან. არის ეს ტენდენცია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი არ წავიდეს, აი, როცა იქნება ასი, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა. არ წავა ეს ხალხი მაშინაც, თუ ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება მიიღებს ისეთს კანონებს, მისაღები იქნება იქ წასული, გაქცეული, თუნდაც ქართველები, რომლებიც ითხოვენ და უნდათ ჩამოსვლა. რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა",- განაცხადა ინჯიამ.

ცნობისთვის: დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი უკრაინული კანონის ზუსტი ანალოგია. კანონპროექტი განსაზღვრავს პირის მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვს თუ არა მას მნიშვნელოვანი გავლენა მასმედიაზე; მონოპოლისტურ საქმიანობას; ასევე განისაზღვრება, რა რაოდენობის თანხას უნდა ფლობდეს ის. ამ კრიტერიუმებიდან სამი არის საკმარისი, რომ პირი მიჩნეული იქნეს ოლიგარქად. კანონპროექტი არ გაითვალისწინებს კონკრეტულ სახელსა და გვარებს, რადგან, უმრავლესობის შეფასებით, ნონსენსია, რომელიმე კანონი კონკრეტულ სახელებზე აიგებოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S