ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა გვარამიას: "პრეზიდენტი დუმს"
03/11/2022 07:29:27 პოლიტიკა
"პრეზიდენტი დუმს", – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფორმულას" ჟურნალისტის კითხვას "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის კითხვაზე, "შეიწყალებთ თუ არა გვარამიას?", ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:
"როგორ არის თქვენი [ჟურნალისტების] საყვარელი ფორმულა?.. პრეზიდენტი დუმს".
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.


