Accentnews.ge
პრემიერი საფრანგეთში საქართველოს ელჩს შეხვდა

პრემიერი საფრანგეთში საქართველოს ელჩს შეხვდა

03/11/2022 08:16:39 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა გოჩა ჯავახიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გოჩა ჯავახიშვილს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.

გოჩა ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში. მას მიღებული აქვს საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენი და აკადემიური პალმის ორდენი“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S