Accentnews.ge
მათიკაშვილი –  ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა ქმედებათა სამსახურის განცახდების შესახებ: "გვარამიას საქმეზე დაკვირვება ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს"

მათიკაშვილი –  ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა ქმედებათა სამსახურის განცახდების შესახებ: "გვარამიას საქმეზე დაკვირვება ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს"

03/11/2022 08:50:32 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების "დაკვირვება ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს". ასე უპასუხა მან ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა ქმედებათა სამსახურის პრეს–სპიკერის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას.

"კარგია, რომ პროცესებზე ხდება დაკვირვება, თუმცა, დაკვირვება პროცესებში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს... ჩვენს პარტნიორებს შევახსენებდი რამდენიმე წლის წინ დასრულებულ პროცესს „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, რომელზეც ასევე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი... ქართული სასამართლოს წარმოება აღმოჩნდა სრულიად მართალი და ყველა ის განცხადება, აღქმებზე დაფუძნებული შეშფოთება და ა.შ. იყო არაფრისმომცემი, ტყუილი, რადგან ამის უკან არანაირი არგუმენტი არ იდგა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის სახელით საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გვრამიას საქმეს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება:

"ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ "უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს" ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს".

გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც. საელჩო მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ცნობისთვის: 2 ნოემბერს "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული თავისუფლების 3 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S