Accentnews.ge
გრეგოროვა – დეოლიგარქიზაციის შესახებ: "თუ იქნება რეფორმა, რომელიც ივანიშვილზე არ იმოქმედებს, მაშინ ის არ იქნება სათანადო"

გრეგოროვა – დეოლიგარქიზაციის შესახებ: "თუ იქნება რეფორმა, რომელიც ივანიშვილზე არ იმოქმედებს, მაშინ ის არ იქნება სათანადო"

04/11/2022 07:04:35 პოლიტიკა

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას თქმით, თუ დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, მაშინ ის არ იქნება სათანადო.

"როდესაც ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე, ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი. თუ იქნება რეფორმები, რომლებიც არ იმოქმედებს მასზე, მაშინ რეფორმა არ არის სათანადოდ შესრულებული, საჭიროა, რომ სათანადოდ შეეხოს ყველას. რა თქმა უნდა, ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ივანიშვილზე, მაგრამ მასზეცაა. ასე, რომ ივანიშვილი არ შეიძლება, გამოირიცხოს, ეს პრობლემა იქნება", – განაცხადა ევროპარლამენტრამა "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის: დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი უკრაინული კანონის ზუსტი ანალოგია. კანონპროექტი არ გაითვალისწინებს კონკრეტულ სახელსა და გვარებს, რადგან, უმრავლესობის შეფასებით, ნონსენსია, რომელიმე კანონი კონკრეტულ სახელებზე აიგებოდეს. ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს ოლიგარქად. თავის მხრივ, „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ უკრაინული კანონის მიღების შემთხვევაში, დეოლიგარქიზაცია შეეხება ოპოზიციასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს.

3 ნომბერს პარლამენტმა“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S