თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
04/11/2022 12:36:31 პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ხელაძის განცხადებას მოჰყვა. მისი თქმით, "საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედიით დივიდენდების მიღებას და ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ".
ხელაძის ამ განცხადებას ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება იყო.
ამ ფაქტის გამო, საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლების პროცედურა შეეწყვიტა. ამის შემდეგ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.


