Accentnews.ge
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი სააკაშვილთან და გვარამიასთან არ შეუშვეს

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი სააკაშვილთან და გვარამიასთან არ შეუშვეს

05/11/2022 14:12:24 პოლიტიკა

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს მალგოჟეტა გოშევსკას, რომელიც საქართველოში პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას მოსანახულებლადაა ჩამოსული, მათი მონახულების უფლება არ მისცეს.

"როგორც იცით, კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, ასევე ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის ნიკა გვარამიას მონახულებაზე. თავად ის ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორი, არც ისე კარგად მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ მივიღე უარი საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე, მინდოდა ჩემი თვალით მენახა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი.საქართველოში ჩემი წინა ვიზიტის დროს, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენია და თქვა, რომ ყველამ ისიც, ვინ არის ეს ქალი და რას წარმოადგენს. მან ვერ შეაფასა ჩემი რეალური პოზიცია. ქართველების უმეტესობა, ვისთანაც მაქვს შეხება, იციან, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, მაგრამ სპეციალურად ამ ბატონისთვის, მე გახლავართ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, წარმოვადგენ პარტიას, რომელიც უკვე მეორე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ახორციელებს რეფორმებს პოლონეთში, ეხმარება უკრაინას. მრავალი წელია მხარს ვუჭერ ოპოზიციებს ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას",- განუცხადა მან ჟურნლისტებს.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები თვეებია, ამცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, უარესდება და ითხოვენ მის გადაყვანას სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არც საქართველოში ემუქრება საფრთხე და უარს ამბობს მისი რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გაშვების შესაძლებლობის განხილვაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S