Accentnews.ge
პრეზიდენტი: "პოლარიზაციამ მოგვიცვა, ის ყველგანაა: პოლიტიკაში, მედიაში და ეკლესიაში"

პრეზიდენტი: "პოლარიზაციამ მოგვიცვა, ის ყველგანაა: პოლიტიკაში, მედიაში და ეკლესიაში"

07/11/2022 15:40:57 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში" მონაწილეობისას საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის, პოლარიზაციაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლარიზაციაა პარტიებში,მედიასა და ეკლესიაშიც.

"ჩვენც ვუპირისპირდებით ყველა გამოწვევას ჩვენს დემოკრატიაში, დებატებში პოლარიზაციას, რომელმაც მოგვიცვა. ეს ყველგანაა: პოლიტიკაში, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში და ეკლესიაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა ჩვენს ქვეყანაში. ეკლესიაშიც არის პოლარიზაცია. რას ვგულისხმობ პოლარიზაციაში? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთნდობა აღარ გვაქვს და ერთმანეთს მტრებად განვიხილავთ",– განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ პოლარიზაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულია.

ზურაბიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქმული სიტყვები გაიხსენა:

"ეს არის პირველი ევროპული ინსტიტუცია, სადაც საქართველო მიიღეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ჩვენ ვართ ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ს სურს. იყო ზრდა და კლება. ჩვენ არ გვქონია დემოკრატიის ისეთი საუკეთესო გამოცდილება, როგორიც ამ ოთახში მყოფებს ჰქონდათ... გვქონდა გამოწვევები... მინდა, ქედი მოვიხარო უკრაინის წინაშე. ყველაზე გასაოცარი და უჩვეულოა თქვენი ერის ერთობა ამ უდიდესი გამოწვევის წინაშე. შეიძლება სწორედ ეს არის ის, რაც დაეხმარა თქვენს მოქალაქეებს ამ ომში ბრძოლაში და გადარჩენაში".

"დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი" ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.

საფრანგეთში ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსთან. დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S