Accentnews.ge
ელჩი დეგნანი – სომხურ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრის თაობაზე: "სამხრეთ კავკასიისა და მთელი რეგიონის სტაბილურობა მნიშვნელოვანია"

ელჩი დეგნანი – სომხურ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრის თაობაზე: "სამხრეთ კავკასიისა და მთელი რეგიონის სტაბილურობა მნიშვნელოვანია"

08/11/2022 07:40:05 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი სომხურ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრის ფატქს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოებების მოგვარებისკენ".

მისი თქმით, "სამხრეთ კავკასიისა და მთელი რეგიონის სტაბილურობა მნიშვნელოვანია".

"აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეხვედრა ნებისმიერ დროს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აზრების გაცვლისთვის და ერთმანეთის პრიორტეტების მოსმენისთვის. ჩვენ მივესალმებით, რომ გუშინ მდივანმა ბლინკენმა ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოებების მოგვარებისკენ. სამხრეთ კავკასიისა და მთელი რეგიონის სტაბილურობა მნიშვნელოვანია", – განაცხადა ელჩმა.

7 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს უმასპინძლა.

ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის.

„აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ამასთან, ბლინკენმა შეაქო სომხეთის და აზერბაიჯანის "გაბედული ნაბიჯები".

"თვალს ვადევნებთ რეალურ და გაბედულ ნაბიჯებს ორივე ქვეყნის მხრიდან, რათა წარსული უკან მოიტოვონ და იმუშავონ ხანგრძლივი მშვიდობისთვის", – დასძინა ბლინკენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S