„მწვანეები“, რომელიც აქამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება
08/11/2022 10:38:40 პოლიტიკა
„მწვანეები“, რომელიც აქამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.
„გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ 2022 წლის 27 ნოემბერს, “მწვანეები” ვაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას და ვიქნებით ქვეყანაში პირველი მემარცხენე-ცენტრისტი, ქვიარ და ფემინისტური პარტია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "მწვანეები" ქმნიან „თანაწორობის იდეებზე დაფუძნებულ ახალ, დემოკრატიულ მოძრაობას — პროგრესული ცვლილებებისთვის“:
„ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ მხარდაჭერა პროგრესული სოციალური მოძრაობებისთვის, რომლებსაც იგივე ხედვა აქვთ და პოლიტიკური პლატფორმით ხელს შევუწყობთ ფართომასშტაბიან მოძრაობებს და სათემო ინიციატივებს, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, სოციალური სამართლიანობის, დისკრიმინირებული ჯგუფების, მშვიდობისა და საერთაშორისო განვითარებისკენ მიმართული დადებითი ქმედებებისკენ“.


